ჩინეთის მთავარმა საბაჟო სამმართველომ ვლადივოსტოკი შიდა ვაჭრობისთვის სატრანზიტო პორტად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადივოსტოკში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

ამიერიდან ჩინეთის ერთი პროვინციიდან მეორეში გადაზიდული საქონელი ვლადივოსტოკში საბაჟო პროცედურების გარეშე გაივლის.

გადაწყვეტილება ძალაში შედის 1 ივნისს და გავლენას მოახდენს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ გადაადგილებულ საქონელზე. და გააუმჯობესებს საქონლის ლოგისტიკას ჩრდილოეთ პროვინციებიდან - ჯილინიდან და ჰეილონჯიანიდან.

ჩინეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური მარშრუტის სახმელეთო ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ  ხუთჯერ შემცირების შესაძლებლობა. ქვეყანამ დაამტკიცა სტრატეგიული გეგმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მრეწველობის აღორძინებისთვის, რომელიც ითვალისწინებს წარმოების სწრაფ ზრდას. მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, გაუმკლავდება თუ არა ვლადივოსტოკის ინფრასტრუქტურა ტვირთების ტრაფიკის ზრდას. გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში ვლადივოსტოკის პორტში საცობები შეიქმნა და გემებს ორი კვირა მოუწიათ განტვირთვის ლოდინი. გამოცემის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ შესაძლოა შემოდგომაზე საცობები კვლავ წარმოიქმნას.