მომავალი 2025 წელი ღვინის ინდუსტრიისთვის კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე რთული 2024 წელი - ამის შესახებ,  კვირის დასაწყისში ლონდონში გამართულ ბრიფინგზე Wine Paris-ის ღვინის გამოფენის ორგანიზატორმა – Vinexposium-ის ხელმძღვანელმა როდოლფ ლამეისმა განაცხადა, რომელმაც გააჟღერა თავისი პროგნოზები ღვინის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

„ამჟამად ბაზარზე არ არის ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ზრდას. ვფიქრობ, რომ ბიზნესები, რომლებიც საკმარისად არ ეცდებიან ამ მძიმე პერიოდების გადალახვას, უბრალოდ გაქრებიან. მომავალი წელი,  უფრო რთული იქნება, ვიდრე წლევანდელი, თუმცა მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ 2026 წელს“, - განაცხადა მან.

როდესაც ჰკითხეს მეღვინეობის საზოგადოებაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ლამეისმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ახლა „თაობათა ცვლილებაა“. „ახალგაზრდა მეღვინეები ცვლიან მიდგომას და იწყებენ იმის გაგებას, რომ მარკეტინგი და ინოვაცია მნიშვნელოვანია. დღევანდელი გამოწვევას უგზავნის ჩვენს დოგმებს. მათთვის ის ფაქტი, რომ ადამიანები ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ, არის ერთ-ერთი მრავალი გამოწვევა, რომელთანაც უწევთ ბრძოლა შეებრძოლონ კლიმატის ცვლილებასთან ერთად“ – თქვა ლამეისმა.

2025 წელს Wine Paris-ის გამოფენაზე საუბრისას, რომელიც პარიზში 10-დან 12 თებერვლამდე გაიმართება, ლამეისმა აღნიშნა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უნდა იყოს. წელს ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 40 ათას ადამიანს.

rbc