მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება, თუმცა არსებობს შესაბამისი ლიმიტები. შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ თუნდაც ის 2.5 მლრდ, რასაც იძახით, რომ უნდა გაიზარდოს საპენსიო დანახარჯები. ამით, გარწმუნებთ, რომ მაქსიმუმ 1-2 წელში, ჩვენ აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც ის გაზრდილი პენსიები, რომელიც ბოლო წლები მუდმივად იზრდება,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე პენსიის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს პენსიების ზრდას.
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება, თუმცა არსებობს შესაბამისი ლიმიტები. შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ თუნდაც ის 2,5 მლრდ, რასაც იძახით, რომ უნდა გაიზარდოს საპენსიო დანახარჯები. ამით, გარწმუნებთ, რომ მაქსიმუმ 1-2 წელში, ჩვენ აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც ის გაზრდილი პენსიები, რომელიც ბოლო წლები მუდმივად იზრდება. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბიუჯეტში შესაბამისი სოციალურ და კაპიტალური ხარჯების ბალანსი, რათა შევინარჩუნოთ მუდმივად პენსიების და სოციალურ-ჯანდაცვის ხარჯების ზრდის პერსპექტივა.
პენსიების ზრდას, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს. თუმცა, აქაც არის ზღვარი იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ ბალანსი დავიცვათ ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში, სოციალური ხარჯების ნაწილში, მაქსიმალურად შევძლოთ კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა შევინარჩუნოთ, რათა მომავალ თაობას განვითარების პერსპექტივა მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ipn.ge