ყოველდღიური საყიდლები ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად დიდ დროსაც მოითხოვს. მათთვის, ვისაც სურს ეს პროცესი უფრო მარტივი და ხელსაყრელი გახადოს, Wolt Market-მა Big Offers Day-ის ფარგლებში სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.

15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.

https://wolt.com/en/geo/tbilisi/brand/wolt-market?srsltid=AYCX9vJVj8yq3xTQu9u1hLX6Fh6ODVDptclY09Q7INoArLRuY8Sb2Iod 

პროდუქტების ყოველკვირეული მარაგის შევსება, საოჯახო ნივთების შეძენა თუ ოჯახური ვახშმისთვის მომზადება მაღაზიაში მისვლის გარეშეც შესაძლებელია. Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში შეარჩიონ საჭირო პროდუქტები და პირდაპირ სახლში მიიღონ.

ფასდაკლებები Big Offers Day-ის ფარგლებში,  პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიაზე ვრცელდება: ახალი ხილ-ბოსტნეულიდან, რძის პროდუქტებიდან, ხორციდან და თევზიდან დაწყებული, პურ-ფუნთუშეულით, ტკბილეულით, სასმელებითა და გაყინული პროდუქტებით დასრულებული. სპეციალური შეთავაზებები ასევე მოქმედებს საწმენდ საშუალებებზე, სამზარეულოსა და სახლისთვის განკუთვნილ ნივთებზე, საკანცელარიო ნაწარმზე.

კამპანიის მთავარი იდეა ონლაინშოპინგის სიმარტივისა და ხელსაყრელი ფასების შეთავსებაა. მომხმარებელს შეუძლია საჭირო პროდუქტები ფასდაკლებით შეიძინოს და, ამავე დროს, დაზოგოს დრო, რომელსაც ჩვეულებრივ მაღაზიაში მისვლას უთმობს.

სპეციალური შეთავაზებების ნახვა Wolt-ის აპლიკაციაში, Wolt Market-ის Deals განყოფილებაშია შესაძლებელი. აქ თავმოყრილია კამპანიაში მონაწილე პროდუქტები, რომლებზეც ფასდაკლება, კონკრეტული პროდუქტის მიხედვით, 60%-ს აღწევს.

Big Offers Day 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.