ყველას განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ბარი. ჩემთვის პრიორიტეტულია: მოსაუბრე ბარმენი (მიყვარს ბართან ჯდომა და პროცესზე დაკვირვება), ბუნდოვანი, ატმოსფერული განათება (კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კაშკაშა, საერთო განათების) და მენიუ, რომელშიც უნიკალური და კლასიკური სასმელები ერთადაა წარმოდგენილი. თქვენ კი, შესაძლოა, არ ეთანხმებოდეთ — ისევე, როგორც თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები.
საბედნიეროდ, Top 500 Bars-მა ინტერნეტსივრცეში ათასობით ადამიანის მოსაზრება შეკრიბა და საუკეთესო სასმელი დაწესებულებების ამომწურავი სია შეადგინა.
ჟურნალისტების, ექსპერტებისა და გავლენიანი პირების მოსაზრებებზე, ასევე სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში არსებულ შეფასებებზე დაყრდნობით, გუნდმა „the wisdom of crowds“–ზე დაფუძნებული რეიტინგი შექმნა.
ყველა ამ გამოთვლის შემდეგ, პირველი ადგილი ჰონგ-კონგში მდებარე Bar Leone-მ დაიკავა. კოქტეილ-ბარი, რომლის თანადამფუძნებელიც ლორენცო ანტინორია (ის ასევე ფლობს მესამე ადგილზე გასულ „მონტანას“), აქცენტს კლასიკაზე აკეთებს, ინტერიერი კი იტალიური პოპკულტურის თემატიკითაა გაფორმებული. „ბარ ლეონემ“ (Bar Leone) „50 საუკეთესოს“ (50 Best) რეიტინგში პირველი ადგილი წარსულში ორჯერ დაიკავა, მათ შორის — 2026 წელს.
მსოფლიოს 25 საუკეთესო ბარი
- Bar Leone, ჰონგ კონგი
- HIMKOK, ოსლო, ნორვეგია
- Montana, ჰონგ კონგი
- Alquímico, კარტახენა, კოლუმბია
- Line, ათენი, საბერძნეთი
- Handshake Speakeasy, მეხიკო, მექსიკა
- Panda & Sons, ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი
- Hope & Sesame, გუანჯოუ, ჩინეთი
- Moebius, მილანი, იტალია
- Paradiso, ბარსელონა, ესპანეთი
- The Connaught Bar, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- SIPS, ბარსელონა, ესპანეთი
- Locale Firenze, ფლორენცია, იტალია
- Angelita, მადრიდი, ესპანეთი
- De Vie, პარიზი, საფრანგეთი
- Jigger & Pony, სინგაპური
- Bar Us, ბანგკოკი, ტაილანდი
- Danico, პარიზი, საფრანგეთი
- Lyaness, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- Tres Monos, ბუენოს-აირესი, არგენტინა
- The Cambridge Public House, პარიზი, საფრანგეთი
- Bar Mauro, მეხიკო, მექსიკა
- Exímia, სან-პაულო, ბრაზილია
- ARGO, ჰონგ კონგი
- Lady Bee, ლიმა, პერუ