ვფიქრობ, ყველა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ბრეითბართთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპს სურს ომების დასრულება და არა ახალი ომების დაწყება.

მარკო რუბიოს განცხადებით, რუსებთან შეხვედრის დროს მთავარი შეკითხვა იყო, აინტერესებდათ თუ არა მათ ომის დასრულება, თუმცა პირობებზე საუბარი არ ყოფილა.

„შემდეგი ნაბიჯი არის მათთან შეხვედრა გარკვეულ დროს, საჭირო ხალხის ჯგუფთან ერთად და იმის გამოკვეთა, რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთმა ომი შეაჩეროს. ცხადია, უკრაინას უნდა დავუსვათ იგივე შეკითხვა, რადგან თქვენ ვერ შეაჩერებთ ომს, თუ ორივე მხარე არ ეთანხმება ამას. ასე რომ, დასჭირდება დღეები ან კვირები ან სხვა რამ, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს. შეიძლება, ამან არ იმუშაოს, მაგრამ რატომ უნდა გააკრიტიკოს ვინმემ პრეზიდენტი ტრამპი ომის დასრულების სურვილის გამო, რომელიც დაჯდა მილიარდობით დოლარი, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე და უზარმაზარი და მუდმივი ადამიანური ტანჯვა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა გაერო-ს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან იყო ანტაგონისტური და ეწინააღმდეგებოდა ომის დასრულების ძალისხმევას.

პირველი არხი