ვენის ოთხი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კლიმატზე ორიენტირებული პროგრამით ისწავლიან. რეგულარული გაკვეთილებისა და სტანდარტული საკითხების გარდა, ბავშვები შეისწავლიან ჭარბი მოხმარების, ენერგიის მოხმარებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებს.

ისწავლიან საკვების წარმოშობა და საკვებწარმოების ჯაჭვს, დააკვირდებიან ფუტკრებს; ზოგიერთი გაკვეთილი ჩატარდება ღია ცის ქვეშ.

ბავშვებს მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ სკოლაში ენერგიის მოხმარებას.

ექსპერტების ხელმძღვანელობით, ისინი ყოველთვიურად წაიკითხავენ ენერგიის მოხმარების მონაცემებს ერთი წლის განმავლობაში და ისწავლიან მის ინტერპრეტაციას.

სხვათა შორის, პოლონეთში გარემოსდაცვითი განათლების საფუძვლები დაინერგა და ინტეგრირდა დაწყებითი სკოლის სასწავლო გეგმაში. ეს არაა ცალკე გაკვეთილი, არამედ ჩართული და ინტეგრირებული ყველა სასწავლო საგანში. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვებს სთხოვენ გამოთვალონ რამდენი წყალია საჭირო ერთი ჯინსის შარვლის წარმოებისთვის. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა მოტივაციას გაუჩენს სკოლის მოსწავლეებს, იფიქრონ გადაჭარბებულ მოხმარებაზე, გახდნენ კლიმატგონივრულები, გადავიდნენ ეკონომიურ და დამზოგავ მოხმარებაზე. განახლებული პროგრამა 16 პროვინციაში იტესტება. მომავალში გარემოსდაცვითი განათლება მთელ პოლონეთში დაინერგება.

რაკოვის (პოლონეთი) სკოლებში ტარდება ცხოველებისა და ბუნების სიყვარულის გაკვეთილები 1-3 კლასების მოსწავლეებისთვის.