„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ვახტანგ სალია 17 აგვისტოს ინგლისში გაფრინდება და „ნიუკასლს“ შეუერთდება – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ნიუკასლი“ ქართველი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ განიხილავს და სალია პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.

17 წლის ფეხბურთელი ინგლისში თავის აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ჩავა. როგორც ჩანს, მოთამაშის საკითხი ამ შეკრების შემდეგ გადაწყდება. თუმცა საინტერესო უნდა იყოს Transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, მოთამაშე „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდის წევრია და „დინამოში“ იჯარით სარეზერვო გუნდიდან ჩაირიცხა.

გერმანული ვებგვერდის ცნობით, 2024 წელს ინგლისის პრემიერლიგის გუნდმა „დინამო თბილისისგან“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი 800 ათას ევროდ გამოისყიდა, თუმცა ქართველი თავდამსხმელი ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო და ბრიტანეთში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებდა.

სალია 18 წლის 30 აგვისტოს გახდება და რადგან უკვე სრულწლოვანი იქნება, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზასაც მიიღებს.

პირველი არხი