ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ, მეორე კვარტალში წმინდა მოგება 2.5-ჯერ შეამცირა საინვესტიციო შემოსავლის შემცირების გამო.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში წმინდა შემოსავალმა 12.37 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ A კლასის აქციაზე 8,601 აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ 30.348 მილიარდ აშშ დოლართან, ანუ აქციაზე 21,122 აშშ დოლართან შედარებით.

ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი წინა წლის 23.86 მილიარდი დოლარიდან 6.36 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების თანახმად, ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულების ცვლილებებს და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბაზრის რყევებზე.

ვრცლად interfax – ზე