Walt Disney Co – ს დირექტორთა საბჭომ, საბჭოში შემავალი ჯეიმს გორმანი ხელმძღვანელობის შეცვლის დაგეგმვის კომიტეტის (Succession Planning Committee) თავმჯდომარედ დანიშნა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

კომიტეტი პასუხისმგებელია დისნეის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის ბობ აიგერის მემკვიდრის პოვნაზე, რომელიც ამ პოსტის დატოვებას 2026 წელს აპირებს.

გორმანი Morgan Stanley-ის აღმასრულებელი თავმჯდომარეა, მაგრამ ამ წლის ბოლომდე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ის ასევე იყო ამ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო: interfax