აგვისტოში თბილისში 3,230 ბინა გაიყიდა. მაჩვენებელი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული. საცხოვრებელი უძრავი ქონების მონაცემები Colliers Georgia-მა განაახლა.

აგვისტოში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციები 0.4%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.

ამ პერიოდში ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, რაც ბინების ღირებულების ზრდით არის განპირობებული.

მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ახალაშენებული ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში - 8%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.