Commerzbank AG ღიაა მოლაპარაკებებისთვის იტალიურ UniCredit-თან შესაძლო გაერთიანების შესახებ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ UniCredit-მა შეიძინა Commerzbank-ის 9%-იანი წილი, მათ შორის 4,5% გერმანიის მთავრობისგან და იგივე მოცულობის წილი ბაზარზე.

გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მან გაყიდა Commerzbank-ის აქციები 702 მილიონ ევროდ, რითაც შეამცირა თავისი წილი ბანკში 16,49%-დან 12%-მდე.

ოთხშაბათს Commerzbank-ის აქციების ფასი 16,6%-ით გაიზარდა.

UniCredit-ს არ ჰქონია წინასწარ შეხება Commerzbank-თან და ამ უკანასკნელმა შეიტყო მისი კონკურენტის მიერ მისი აქციების შეძენის შესახებ მარეგულირებელი განცხადებებიდან ოთხშაბათს დილით – აცხადებენ FT–ის წყაროები.

გერმანელი ჩინოვნიკები ასევე გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ იტალიურმა ბანკმა იყიდა მთავრობის მიერ გასაყიდად 
გამოტანილი მთელი 4,5%. ისინი ელოდნენ, რომ აქცია რამდენიმე ინვესტორზე გაიყიდებოდა – აღნიშნავს გაზეთი.

„UniCredit-ს არ განუხილავს თავისი გეგმები გერმანიის მთავრობასთან“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ვრცლად interfax - ზე