იტალიურმა UniCredit-მა და Banca Sella-მ, ნიდერლანდური ING Groep-მა, გერმანულმა DekaBank-მა, ბელგიურმა KBC Group-მა, დანიურმა Danske Bank-მა, შვედურმა SEB-მა, ესპანურმა CaixaBank-მა და ავსტრიულმა Raiffeisen Bank International-მა ევროში დენომინირებული სტეიბლკოინის შესაქმნელად ძალები გააერთიანეს, – ნათქვამია ბანკების ერთობლივ განცხადებაში.
ინიციატივის განსახორციელებლად ნიდერლანდებში ახალი კომპანია შეიქმნა. კონსორციუმი ღიაა სხვა ბანკებისთვისაც.