სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის შეთანხმება ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო. ამ გადაწყვეტილების სრული ტექსტი სამი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც იგი რატიფიცირებისთვის სომხეთის პარლამენტს გადაეცემა.
„ტრამპის მარშრუტის” ჩარჩოშეთანხმება სომხეთსა და აშშ-ს შორის 26 მაისს იქნა პარაფირებული. ხელმოწერის პროცესი 4 ივნისს დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მიერ ხელმოწერით. ივლისში სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას სურდა, „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად დაეწყო და იმედი გამოთქვა, რომ ადგილზე სამუშაოები, შესაძლოა, მიმდინარე შემოდგომაზევე დაწყებულიყო. თუმცა აშშ-ში სომხეთის ელჩმა და მოგვიანებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნეს, რომ მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.