უნგრეთი ევროზონასთან შეერთებისთვის 2024 წლის ბოლომდე იქნება მზად. ეს პროგნოზი ხუთშაბათს უნგრეთის ფინანსური საბჭოს თავმჯდომარემ, არპად კოვაჩმა გააკეთა, რომელსაც ფართო უფლებამოსილება აქვს გააკონტროლოს სახელმწიფო ბიუჯეტის და მისი შესრულება.

„უნგრეთი შეძლებს დააკმაყოფილოს მაასტრიხტის კრიტერიუმები 2024 წლის ბოლოსთვის“, - თქვა მან სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

ეს კრიტერიუმები დადგენილია 1992 წლის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით და ეხება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც აუცილებელია ევროზონაში გაწევრიანებისათვის. ისინი აფასებენ ფინანსური სისტემის სტაბილურობას, ფასების დონეს და გაცვლითი კურსის სტაბილურობას.