უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საუბარია უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვას და ეკონომიკას უნდა მოხმარდეს.

Politico-ს ინფორმაციით,  €20-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მხრიდან ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რათა ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისში არ აღმოჩნდეს.