უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად, მოსკოვიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმამ საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა დააზიანა.

„როიტერსის“ წყაროების ცნობით, მწყობრიდან გამოვიდა პირველადი დისტილაციის ბლოკი, რომლის დღიური სიმძლავრე 17 140 ტონა ნავთობია — ეს ქარხნის მთლიანი გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.