აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, მას მშვიდობისა და თავისუფლების ღალატი უწოდა და ტრამპი ნევილ ჩემბერლენს შეადარა.
"უკრაინისთვის რუსეთის წინაშე დანებებისთვის წაყენებული ულტიმატუმით ტრამპმა საბოლოოდ მოიპოვა პრიზი - ნევილ ჩემბერლენის ჯილდო მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ღალატისთვის" - წერს ჰილარი კლინტონი X-ზე
