გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე თავდასხმა 15 რაკეტითა და 18 უპილოტო აპარატით მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
როგორც მანამდე კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, 2 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო აპარატები გაუშვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში კიევთან ერთად ქვეყნის რამდენიმე ოლქში იყო გამოცხადებული.