უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ კვირას გამოაქვეყნა სარკინიგზო ხიდის აფეთქების ამსახველი ვიდეო. უწყება ამტკიცებს, რომ აფეთქება რუსეთის რეგიონ ულიანოვსკში მოხდა.

ხოლო აფეთქებული სარკინიგზო ხიდი მდინარე სვიაგის მახლობლად, ადგილობრივი სალოკომოტივო დეპოსა და ულიანოვცკსი სამოტორო ქარხნის შორის მდებარეობს.

"რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოგისტიკა მორიგ ჯერზე გართულდა"- აცხადებს უკრაინის დაზვერვა. მაგრამ ცნობის მიხედვით არ არის ცხადი, თუ ვინ ააფეთქა ხიდი. არაფერია ცნობილი ასევე ნგრევის მასშტაბის შესახებ. გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ხიდი ჩანგრეული არ არის.

აფეთქებას ულიანოვსკში რუსეთის მხარე არ ადასტურებს.

კვირას დილით, დრონის თავდასხმის შედეგად გროზნოში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხებმა განაცხადეს, შემდგომში კი თავდასხმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა.

ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხის NIYSO-ს თანახმად, დარტყმის ქვეშ ომონის ბაზა და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და დაცვის სამსახურის მე -2 პოლკი, ასევე სამხედრო ბაზა მოხვდა.

კადიროვის თქმით, გროზნოს სამი უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს, მათგან ორი ჩამოაგდეს. მესამე თვითმფრინავი სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-გროზნოს“ ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი არ არის.

კვირას დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ღამის განმავლობაში 15 ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის შესახებ: სამი თვითმფრინავი განადგურდა შავ ზღვაზე და თითო კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ტერიტორიებზე. ჩეჩნეთი შეტყობინებაში ნახსენები არ არის.

ერთი კვირის განმავლობაში ეს დროენებით მეორე შეტევაა გროზნოზე.

12 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის" ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“.

კადიროვი უკრაინას დაემუქრა, რომ მხოლოდ ამ ოთხი დაჭრილის გამო ოთხას „უკრნატოელს“ გაანადგურებენ.

რადიო თავიუსფლება