უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 5.8 მილიარდი უკრაინული გრივნის მითვისების საქმეზე სამი მუხლით წაუყენეს ბრალი.
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ გამოავლინეს დიდი ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფის მფლობელის, იგორ კოლომოისკის დანაშაულებრივი ქმედების ახალი ფაქტები." - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2013-იდან 2014 წლამდე კოლომოისკიმ უკანონოდ მიითვისა 5.8 მილიარდი გრივნა. ამისათვის მან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ბანკის თანამშრომლებისგან, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი ის იყო.
ამ პერიოდში, ამ ჯგუფის წევრებმა კოლომოისკის ნება მისცეს, განეხორციელებინა სისტემატური ფიქციური "ნაღდი შენატანები ბანკის სალაროში," მაგრამ რეალურად ბანკს არანაირი შენატანი არ მიუღია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მთლიანობაში ამ "სქემამ" ბრალდებულს საშუალება მისცა 5.8 მილიარდი ჰრივნა მიეღო, რაც იმ დროს 700 მილიონ დოლარზე მეტის ეკვივალენტი იყო.
კოლომოისკის ბრალი ოფიციალურად 2 სექტემბერს წაუყენეს.