უკრაინამ სამოქალაქო სავაჭრო გემებისთვის შავ ზღვაში დერეფნები გახსნა. თუმცა, თავდაცვის ძალები რუსეთის ფედერაციისგან მომავალი „საფრთხის შესახებ“ იუწყებიან.

შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ფეისბუკზე გავრცელდა.

მანამდე ეს მარშრუტები უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) მიწოდა. IMO-ს საბჭომ აღიარა უკრაინის უფლება უფასო სავაჭრო გადაზიდვაზე. IMO-მ ასევე მოუწოდა რუსეთს დაემორჩილოს საერთაშორისო კონვენციებს და არ შეუქმნას საფრთხე შავ ზღვაში მცურავ გემებს.

ეს მარშრუტები, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია სამოქალაქო გემებისთვის რომლებიც ომის დაწყებიდან  უკრაინის პორტებში ჩორნომორსკში, ოდესასა და იუჟნიში იდგა.

2022 წლის 22 ივლისს, სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით, ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის, რუსეთის, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლებმა.

შეთანხმება, რომელიც თურქეთის კოორდინაციით განხორციელდა, მიზნად ისახავს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებას.

მარცვლეულით პირველი გემი უკრაინის ოდესის პორტიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტოს გაემგზავრა.

17 ივლისს რუსეთმა მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა.