უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) წყარომ Kyiv Independent-ს აცნობა, რომ უკრაინამ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა .

ობიექტი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 1,400 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ქარხანა 1935 წელს დაარსდა და ის სამხრეთ ურალში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ნავთობგადამამუშავებელია, რომლიც წლიურად 6.6 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს.

რეგიონის გუბერნატორმა, ევგენი სოლნცევმა თავდასხმა დაადასტურა , თუმცა განაცხადა, რომ ქარხნის მუშაობა არ შეფერხებულა. მისი თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

СБУ-ს წყაროს ცნობით, ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა.

"СБУ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ობიექტების დამიზნებით, რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას განაგრძობს. ბიუჯეტში ნავთობის შემოსავლების შემცირება პირდაპირ აისახება აგრესორის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამჟამად, რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 40%-ს მუშაობა შეჩერებული აქვს" - განუცხადა წყარომ გამოცემას.