უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.

შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს ენერგეტიკის სექტორში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების სტრატეგიაში.

Ipn.ge