5 ოქტომბერს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის იერიშმა ენერგონფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც შვიდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 40 000-მდე მაცხოვრებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

გლადკოვის თქმით, ზარალი "საკმაოდ სერიოზულია". 6 ოქტომბრის დილისთვის ელექტროენერგია მხოლოდ 5 400 მაცხოვრებელს არ მიეწოდებოდა. 

უკრაინის საპასუხო შეტევას წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინულ ელექტროსადგურებზე სისტემატური თავდასხმა.  

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესნკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებზე განმეორებადი თავდასხმის შემთხვევაში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინის ელექტროსისტემას შეუტია. ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი ზამთრის დაწყებამდე უკრაინელებისთვის მდგომარეობის გაუარესებას ცდილობს. 

რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე აღმოსავლეთ ხარკოვი და ცენტრალური უკრაინა, პოლტავის რეგიონი, იყო, სადაც ქვეყნის ძირითადი გაზის საწარმო ობიექტები მდებარეობს.

მანამდე, 1-ელ ოქტომბერს ჩრდილოეთ კიევსა და ჩერნიგოვის ოლქზე დრონების თავდასხმის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება სამი საათით შეუწყდა, მათ შორის, 2016 წელს დაყენებულ კონტეინერსაც, რომელიც რადიაციის გაჟონვის პრევენციას უზრუნველყოფს.