უკრაინა ყოველწლიურად მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და განავითარონ საერთო უსაფრთხოება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა თავის სუვერენიტეტს არასოდეს დათმობს. ეს უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში. როგორიც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება და ის მაინც გაიმარჯვებს.

უკრაინა ყოველწლიურად მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და განავითარონ საერთო უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

16 ივლისს უკრაინა სახელმწიფო სუვერენიტეტის დღეს აღნიშნავს. დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ 33 წლის წინ მიიღეს.