უკრაინა რუსეთის არმიას ქალაქ ბახმუტის დაბომბივისას ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებაში სდებს ბრალს.

უკრაინელმა სამხედროებმა დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი ჩანს.

ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალული არ არის, თუმცა მათი გ მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ზონებში გამოყენება ომის დანაშუალდ ითვლება. ფოსფორის საბრძოლო მასალა ხანძრის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, რომლის ჩაქრობა ძალიან რთულია.

უკრაინის სპეციალური ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის განადგურებას.

„ბიბისის“ ცნობით უკრიანელი სამხედროების მიერ გავრცელებული ვიდეოდან არ ირკვევა თუ კონკრეტულად როდის მოხდა აღნიშნული თავდასხმა.