2026 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური თანხა 3 850–4 200 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ წერს ონლაინგამოცემა Visas Update.

2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • ლუქსემბურგი — 3 850–4 200 დოლარი;

  • ისლანდია — 3 450–3 800 დოლარი;

  • ნორვეგია — 3 200–3 600 დოლარი;

  • დანია — 2 950–3 400 დოლარი;

  • ნიდერლანდები — 2 800–3 250 დოლარი;

  • შვეიცარია — 2 700–3 100 დოლარი;

  • შვედეთი — 2 550–2 950 დოლარი;

  • ფინეთი — 2 400–2 800 დოლარი;

  • გერმანია — 2 300–2 700 დოლარი;

  • ავსტრია — 2 250–2 650 დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში პენსია დაახლოებით 476 დოლარია, აზერბაიჯანში - 349 დოლარი, რუსეთში - 308 დოლარი, ხოლო სომხეთში - დაახლოებით 170 დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა: 70 წლამდე პირთათვის — 415 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის — 555 ლარამდე.