სააუქციონო სახლმა Sotheby's-მა არგენტინელი კოლექციონერის, ნელი არიეტა დე ბლაკიეს კერძო კოლექციიდან იმპრესიონისტი და მოდერნისტი მხატვრების 12 ნახატი აუქციონზე გამოიტანა, – იტყობინება The Guardian.
კოლექცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო და „თითქმის მითიურის“ რეპუტაციით სარგებლობდა, მოიცავს ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, პოლ გოგენის, კამილ პისაროს, ედგარ დეგას, პიერ-ოგიუსტ რენუარის, ალფრედ სისლეს, ანდრე დერენის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის და მორის დე ვლამინკის ნამუშევრებს. ნამუშევრების საერთო ღირებულება, Sotheby's-ის მონაცემებით, 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ყველაზე ძვირადღირებულ ლოტებს შორისაა ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლის ხეები“ (1890), რომლის ღირებულება 180 მილიონ დოლარს შეადგენს, და სეზანის „არლეკინი“ (150 მილიონი დოლარი).