„კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, ახლა საუკეთესო დროა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურის დასაზუსტებლად.
„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია უკრაინაში გაწევრიანების მოწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება.
ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.