უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს შემდეგი წევრი უნდა გახდეს.
„გულწრფელად ვუსურვებ შვედეთს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს გაწევრიანების პროცედურა. თქვენთან ერთად ნატო შედგება 32 წევრისაგან. უკრაინას შეუძლია და უნდა გახდეს [ალიანსის] 33-ე წევრი. მე ასე ვფიქრობ და ამას ნამდვილად ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.