უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, უნგრეთსა და სლოვაკეთს დაეხმაროს ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროებთან დაკავშირებით.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, საკითხზე მსჯელობა ოქტომბერში, უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობის ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.
„იქნება მთავრობის სხდომა სლოვაკეთში, სადაც უკრაინას შეუძლია, შესთავაზოს და შესთავაზებს ალტერნატიულ ნაბიჯებს ენერგეტიკულ მხარდაჭერაში. მაგრამ, თუ საუბარია არა რუსულ ნავთობსა და რუსულ გაზზეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს თემა შეიძლება, განიხილონ უნგრელებთანაც.
„მაგრამ მათგან არანაირი ნაბიჯები არ არის გადადგმული. გარდა რაღაც სიგნალებსა მედიაში, რომლებიც ნამდვილად არაა უკრაინის მხარდამჭერი, ამის გარდა არაფერი მესმის“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
ცნობისთვის, მანამდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა თქვას უარი რუსულ ენერგორესურსებზე, რადგანაც ის ფაქტობრივად აფინანსებს „ომს საკუთარი თავის წინააღმდეგ“. ამის შემდეგ დონლად ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს.
აშშ-ის ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ვერ იტყვის უარს რუსულ ენერგომატარებლებზე, რადგანაც მას ალტერნატივა არ აქვს და თუ ბუდაპეშტი ამას გააკეთებს მაშინ ასობით უნგრული ოჯახი გაღატაკდება.