ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება. 9 თებერვალს, სიდნეიში ქართველი მებრძოლი კოდი ჰადონს უნდა შეხვედროდა, თუმცა ავსტრალიელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა.

ორგანიზაციამ ილია თოფურიას ძმას ახალი მოწინააღმდეგე მალევე უპოვა, სუპერმსუბუქ წონაში ალექსანდრე კოლბი თიქნესს შეხვდება.

25 წლის თიქნესი ავსტრალიური საბრძოლო ორგანიზაციის მოქმედი ჩემპიონია და UFC-ში ისიც სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ამჟამად მას კარიერაში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის თანაგუნდელიცაა.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 28 წლის მებრძოლი დაპირისპირება 5 გამარჯვებითა და ერთი მარცხით ხვდება.

პირველი არხი