თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 15%-დან პირდაპირ 17.5%-მდე გაიზარდა. ბოლო პერიოდში ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ დღეს მიიღო.
მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, თურქული ლირა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 27 ლირას მიაღწია. საქმე ისაა, რომ ანალიტიკოსები ცენტრალური ბანკის მხრიდან კიდევ უფრო მეტად რადიკალურ ნაბიჯს ელოდნენ, კერძოდ, განაკვეთის 21%-მდე გაზრდას, რაც ამჯერად არ გამართლდა.
განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.