თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია.

მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, თურქული ლირა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 24.5 ლირას მიაღწია. საქმე ისაა, რომ ანალიტიკოსები ცენტრალური ბანკის მხრიდან კიდევ უფრო მეტად რადიკალურ ნაბიჯს ელოდნენ, კერძოდ, განაკვეთის 21%-მდე გაზრდას, რაც ამჯერად არ გამართლდა.

განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.