თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია BOTAŞ-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან რუმინეთისთვის დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირით მიწოდების შესახებ. ამის შესახებ BOTAŞ-ის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, „ლურჯი საწვავის“ მიწოდება 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.

BOTAŞ-მა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარონ თანამშრომლობა ბუნებრივი აირის მიწოდების, შენახვის, წარმოებისა და გაყიდვის, ასევე მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებაში.

მანამდე, თურქულმა კომპანიამ დადო მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები ბუნებრივი აირის საბერძნეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში ექსპორტისთვის, რითაც გააფართოვა თავისი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და კონტინენტზე ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში, BOTAŞ აგრძელებს მოლაპარაკებებს მრავალ ქვეყანასთან და კომპანიასთან ახალი საექსპორტო ხელშეკრულებების საკითხზე.

მიმდინარე წლის იანვარსა და აგვისტოში თურქეთმა ბუნებრივი აირის საექსპორტო ხელშეკრულებები  ბულგარეთთან და უნგრეთთან გააფორმა.