თურქეთი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ გლობალურ ბაზრებზე მიწოდებული დიზელის საწვავის ნაწილს შეისყიდის, - როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის ამ საკითხში ნაწილობრივ რუსეთზეა დამოკიდებული.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიაღწია შეთანხმებას 300 000 ტონაზე მეტი საწვავის დაუყოვნებლივ მიწოდებაზე, კიდევ 500 000 ტონა - ნოემბერში, ერთი მილიონი ტონა „მაშინვე“ და სამი მილიონი ტონა „მალე, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით“.