Turkish Airlines-ის განცხადებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოთხოვნის აქტიური აღდგენის წყალობით 233 მილიონი დოლარის (4,4 მილიარდი თურქული ლირა) წმინდა მოგება მიიღო.

თურქეთის ეროვნული გადამზიდავი უკვე ზედიზედ მეშვიდე კვარტალია წმინდა მოგებას იღებს მას შემდეგ, რაც საჰაერო მოგზაურობის სექტორი მძიმედ დაზარალდა COVID-19 პანდემიის გამო

ავიაკომპანიამ  2023 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაღალ შემოსავალს მიაღწია. იანვარ-მარტის შემოსავალი 4,4 მილიარდ დოლარი (82,1 მილიარდი ლირა) იყო, რაც 43%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

სამგზავრო გადაზიდვებმა შეადგინა მთლიანი შემოსავლის 84% და გაიზარდა 83%-ით $3.6 მილიარდამდე.

გარდა ამისა, პირველ კვარტალში Turkish Airlines-მა გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაზარდა ფლოტისა და თანამშრომლების რაოდენობა.

სამ თვეში თურქეთის ეროვნულმა გადამზიდავმა გადაიყვანა 17 მილიონზე მეტი მგზავრი, დატვირთვის კოეფიციენტით 80.1% შიდა მარშრუტებზე და 81.4% საერთაშორისო მარშრუტებზე.

ავიაკომპანიამ შეძლო წმინდა მოგება მიეღო 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების უარყოფითი შედეგების მიუხედავად, რომელმაც თურქეთში 50 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თებერვალსა და მარტში ავიაკომპანიამ მიწისძვრის შედეგად 430 000 დაზარალებულის ევაკუაცია მოახდინა თურქეთის დაზარალებული სამხრეთ რეგიონიდან და მიაწოდა 29 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

ამჟამად თურქეთის ავიახაზების ფლოტს ჰყავს 414 თვითმფრინავი, რომლებიც დაფრინავს 343 მიმართულებით - აქედან 290 საერთაშორისოა და 53 შიდა.