ავიაკომპანია Singapore Airlines-ი ბორტზე კვების წესებს მას შემდეგ ცვლის, რაც გასულ კვირაში ავიაკომპანიის თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემდეგ ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ირკვევა, რომ Singapore Airlines-ის საჰაერო ხომალდზე ინციდენტი ბორტზე კვების დროს მოხდა.

მომხდარის შედეგად, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ ის რეისებზე შეწყვეტს ბორტზე საკვების მიწოდებას თუ კი მისი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდება, ან ჩაირთვება უსაფრთხოების ღვედის გაფრთხილება.

ადრე არსებული რეგულაციით ტურბულენტობის დროს თუ კი ბორტზე კვების პერიოდია, აკრძალული იყო მგზავრებისთვის მხოლოდ ცხელი სასმელების მიწოდება.


ამიერიდან კი ბორტგამცილებლებს მოეთხოვებათ დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს და შეიკრან ღვედები მას შემდეგ, რაც საკვების ურიკებს საკუთარ ადგილებზე დააბრუნებენ და ვიდრე ჩართულია სიგნალი „Fasten Seat Seat“.

„ჩვენ გავაგრძელებთ საოპერაციო პროტოკოლების გადახედვას, რადგან მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

წყაო: avianews