51 წლის ავსტრალიელმა მამაკაცმა, თავის ძაღლთან ერთად წყნარ ოკეანეში 2 თვე გაატარა, ისინი მექსიკასთან ახლოს ვერტმფრენმა შენიშნა. - ინფორმაციას BBC ავრცელებს

ტიმ შადოკი 2 თვის წინ ძაღლთან ერთად მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაემგზავრა, რა დროსაც ქარიშხალმა ნავი დააზიანა და ის წყნარ ოკეანეში ყოველგვარი კომუნიკაციისა და საკვების გარეშე დარჩა.

ამ ხნის განმავლობაში ისინი, უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყალს სვამდნენ.

„მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან კარგად ვარ“. - აცხადებს მეზღვაური

ექიმის თქმით, შადოკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.