ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაქვეყნა 2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილე გუნდების შემადგენლობები:

აშშ ვარსკვლავები (მწვრთნელი – ჯე ბი ბიკერსტაფი): სკოტი ბარნსი, დევინ ბუკერი, კეიდ კანინგემი, ჯეილენ დურენი, ენტონი ედვარდსი, ჩეთ ჰოლმგრენი, ჯეილენ ჯონსონი, ტაირიზ მაქსი.

აშშ ზოლები (მწვრთნელი – მიტჩ ჯონსონი): ჯეილენ ბრაუნი, ჯეილენ ბრანსონი, სტეფენ კარი, ჯევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი, დონოვან მიტჩელი, ნორმან პაუელი.

მსოფლიოს ნაკრები (მწვრთნელი – დარკო რაიკოვიჩი): იანის ანტეტოკუნმპო, დენი ავდია, ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, პასკალ სიაკამი, კარლ-ენტონი თაუნსი, ვიქტორ ვემბანიამა.

NBA-ის 2026 წლის „ოლ სტარი“ „აშშ მსოფლიოს წინააღმდეგ“ ფორმატით გაიმართება. ეს იქნება სამგუნდიანი მინი-ტურნირი, რომელშიც ამერიკელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი (აშშ ვარსკვლავები, აშშ ზოლები) და NBA-ს ლეგიონერებისგან შედგენილი მსოფლიოს ნაკრები ითამაშებენ. ამერიკული გუნდები შემდეგი პრინციპით გაანაწილეს: აშშ ვარსკვლავებში ახალგაზრდა კალათბურთელები მოხვდნენ, აშშ ზოლებში – ვეტერანები.

ეს სამი გუნდი თავიდან წრიული სისტემით ითამაშებს და ორი საუკეთესო ფინალში შეხვდება ერთმანეთს.

მატჩების განრიგი ასეთია:

I მატჩი: აშშ ვარსკვლავები – მსოფლიო

II მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის მოგებული

III მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის წაგებული

IV მატჩი: ფინალი

თუ პირველი სამი მატჩის შემდეგ სამივე გუნდს თითო მოგება და წაგება ექნება, საუკეთესო ორი გუნდი ქულების სხვაობის მიხედვით გამოვლინდება. თითოეული მატჩის ხანგრძლივობა 12 წუთი იქნება.

პირველი არხი