სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა TRIPP პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის. მინსკში ევრაზიის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაზე ვიდეოკავშირით საუბრისას მან აღნიშნა, რომ პროექტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის შექმნას ითვალისწინებს.
ფაშინიანის თქმით, TRIPP ასევე საშუალებას მისცემს სომხეთს ინტეგრირდეს საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში და და შექმნის სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის სარკინიგზო კომუნიკაციის შესაძლებლობას.
„ეს გახდება სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი განვითარება. რაც ცვლილებებს გამოიწვევს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და ირანისთვის“, - თქვა მან.