აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში „კარგი ლიდერის“ თანამდებობისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს. ამის შესახებ მან NBC News-თან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავასუფთაოთ. ჩვენ არ გვჭირდება ვინმე, ვინც 10 წლის განმავლობაში ყველაფერს ხელახლა ააწყობს“, - თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, ირანს ჰყავდეს „კარგი ლიდერი“ და რომ არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, „კარგ საქმეს გააკეთებდნენ“. თუმცა, მან უარი თქვა სახელების დასახელებაზე.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „ზომებს დგამს“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის სიაში შეყვანილი პირები სამხედრო ოპერაციის დროს ცოცხლები დარჩნენ. (2 მარტს, ABC News-ის ჟურნალისტმა ჯონათან კარლმა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ, რომელშიც მან გააზიარა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ლიდერობის კანდიდატები 28 თებერვალს განხორციელებული პირველი თავდასხმის დროს მოკლეს. – რედ.)