საქართველოს ნავთობბაზარზე ახალი ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ გამოჩნდა. „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მაღალი ხარისხის საწვავს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 15-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და  2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში.

„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს  ძირითადად ქვეყნის რეგიონებში განავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) შესთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალური იდენტობით, მომსახურების მაღალი ხარისხით და დამფუძნებელი კომპანიის ნავთობბაზარზე წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილებით, ძლიერ კომკურენციას გაუწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.

„ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, „ვისოლი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს გადაადგილების ხარჯები შეუმციროს და „კეთილი მგზავრობა“ უზრუნველყოს. სწორედ ამისთვის შევქმენით „ვისოლის“ აპლიკაცია, რომელიც საწვავის თითოეულ ლიტრზე 15-25 თეთრი ფასდაკლების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს. ამას გარდა, აქტიურად დავიწყეთ თვითმომსახურების ქსელის განვითარება და დღეს მეტად ხელმისაწვდომია საწვავის ფასი უკვე 12 ასეთ სადგურზე. „ვიგოს“ ქსელის განვითარებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. კაპიტალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე, ჩვენ შევძელით, რომ მაღალი ხარისხის საწვავი მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გაგვეხადა რეგიონების მოსახლეობისთვის.”- აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურების ფორმატი შექმნილია სწრაფი, ინტუიციური და კომფორტული მომსახურებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური გადაადგილებისას. „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით. ნათელი ფერები და ბრენდის მკაფიო იდენტობა სადგურს ადვილად შესამჩნევს ხდის გზაზე. მაღალი კონსტრუქცია და საწვავის მიწოდების სვეტების მოსახერხებელი  განლაგება უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის  როგორც მსუბუქი, ისე დიდი გაბარიტის მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას.