Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 2024 წლის 5 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, აღიდგინა პოზიცია ვაჭრობის დაწყებისას კლების შემდეგ.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 87.21 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის მაჩვენებელზე 1.8 აშშ დოლარით (2.11%-ით) მეტია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 3.52 დოლარით (4.35%-ით) გაიზარდა და ბარელზე 84.53 დოლარი შეადგინა.

წყარო:interfax