ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. 


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 11 - ქვემო ქართლის, 31 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 3, გურია - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე. 


სამართალდაღვევბიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით,  გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. 


აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  109 ფაქტი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს