Louis Roederer მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შამპანურის ბრენდად დასახელდა. სია შედგენილია ღვინისა და სპირტიანი სასმელების ავტორიტეტული ჟურნალ Drinks International-ის მიერ.

ეს ბრენდი ზედიზედ მეშვიდე წელია ამ ტიტულის მფლობელია. მეორე ადგილი Krug-ს, ხოლო მესამე - Bollinger-ს ერგო.

სიის შესადგენად, Drinks International-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხა რამდენიმე ასეული პატივცემული შამპანურის ექსპერტი, მათ შორის სომელიეები, მყიდველები, მოვაჭრეები, ბარის მენეჯერები, ღვინის ოსტატები და ღვინის კრიტიკოსები. თითოეულ მათგანს სთხოვეს, კლებადი თანმიმდევრობით აერჩია ხუთი შამპანურის ბრენდი, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ აღფრთოვანებული.

Louis Roederer შამპანურს ამავე სახელწოდების შამპანურის სახლი აწარმოებს, რომელიც 1776 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი შამპანურის მწარმოებელია, რომელიც დიდი კონგლომერატების ნაწილი არ არის და დამოუკიდებელი რჩება.

ვრცლად rbc - ზე