ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეული გაზმომარაგების პრობლემების გამო, ქვანახშირის ფასებმა ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, – ამის შესახებ გამოცემა  Financial Times–ი იტყობინება.

გაზის ფასების ზრდამ აიძულა ენერგეტიკული კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებული, ალტერნატივად ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე გადასულიყვნენ, განსაკუთრებით იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და ევროკავშირში.

იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა, ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა, განაცხადა, რომ თუ ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი გაღრმავდება, ქვეყანა განიხილავს ზოგიერთი უმოქმედო ქვანახშირის ელექტროსადგურის ხელახლა ამოქმედების საკითხს.

გამოცემის მიერ მოყვანილი Argus-ის მონაცემების თანახმად, ელექტროსადგურებში გამოყენებული ქვანახშირის ევროპული ფასები ომის დაწყებიდან 26%-ით გაიზარდა და ტონაზე 133 დოლარს მიაღწია.

Panmure Liberum-ის ანალიტიკოსმა ტომ პრაისმა აღნიშნა, რომ გლობალურ ქვანახშირის ბაზრებზე ფასების ასეთი ზეწოლა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არ განცდია, როდესაც ფასებმა ტონაზე 400 დოლარს გადააჭარბა.

ვრცლად liga.net – ზე