აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საჭიროდ არ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „გატაცებას“, როგორც ეს ამერიკულმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში გააკეთეს.

ჟურნალისტის კითხვაზე - ოდესმე გასცემდით ბრძანებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

"არ ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა იქნება. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იმედგაცრუებული ვარ. მე რვა ომი მოვაგვარე.

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამის უფრო სწრაფად გაკეთება ვერ მოხერხდა.

imedinews.ge