აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაბლოკავს გარიგებას ამერიკული ფოლადის კომპანიის United States Steel Corp-ის შესყიდვის შესახებ იაპონური Nippon Steel–ის მიერ.
სამშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში US Steel-ის აქციები 8.2%-ით დაეცა.
Nippon Steel-მა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ შეიძენს თავის ამერიკელ კონკურენტს 14,1 მილიარდ დოლარად.
ტრამპმა სამშაბათს თავის Truth Social ანგარიშზე დაწერა, რომ იგი ეწინააღმდეგება უცხოელი მოთამაშის მიერ US Steel-ის შეძენას და აპირებს მხარი დაუჭიროს მას საგადასახადო შეღავათებითა და ტარიფებით, ინდუსტრიის პროფკავშირის პოზიციის შესაბამისად.